19 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
საქართველოში ბრიტანული შტამის კლასტერები ფართოვდება - პაატა იმნაძის გაფრთხილება

საქართველოში ბრიტანული შტამით ინფიცირებულების რაოდენობა 72-მდე გაიზარდა. როგორც NCDC-ს ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძემ განმარტა, დაავადებულთა შორის იყო კლასტერებიც, მათ შორის ერთ-ერთი საკმაოდ დიდი - 19 ადამიანიანი კლასტერი

იმნაძის ინფორმაციით, ამჟამად კიდევ იკვლევენ საეჭვო შემთხვევებს, თუმცა ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა კვლევის დასრულებას დრო სჭირდება. 

"ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ფართო ცირკულაციას არ მიუღწევია ბრიტანულ შტამს ქვეყანაში, თუმცა იმის გამო, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ფართოდ გავრცელდა, ჩვენც ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. დაცვა არის, ისევ და ისევ პირბადე და დისტანცია," - განმარტავს პაატა იმნაძე. 

მისივე თქმით, საქართველოში სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური შტამები, ჯერჯერობით, არ დაფიქსირებულა. 

დღის ამბები