17 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
მე მრცხვენია იმის გამო, რაც გუშინ ხდებოდა თბილისის სასტუმროსთან - თინა კანდელაკი

რუსეთში მოღვაწე ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი გვიან ღამით თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, რომელიც თბილისში რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის ჩამოსვლას უკავშირდება.

თინა კანდელაკი წერს, რომ გუშინ განვითარებული მოვლენების გამო რცხვენია. მისივე განცხადებით, იმ პირებმა, რომლებიც გუშინ პოზნერის ჩამოსვლას აპროტესტებდნენ, ქართული ფესვები და წარსული წუთიერ პოლიტიკურ ამბიციებში გაცვალეს.

"მე მრცხვენია იმის გამო, რაც გუშინ ხდებოდა თბილისის სასტუმროსთან, სადაც ვლადიმირ პოზნერი იმყოფებოდა.

ჩვენ, ქართველები, ყოველთვის გამოვირჩეოდით ჩვენი სტუმართმოყვარეობით და ყველაფერში შეიძლებოდა ეჭვი შეგვპარვოდა, გარდა ჩვენი ხალხის სტუმართმოყვარეობისა. ეს არის ჩვენი აღზრდის ნაწილი ბავშვობიდან.

და მე ვხედავ, რომ ჩვენ მივედით ადამიანის მიმართ სამარცხვინო დამოკიდებულებამდე, იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც საქართველო მთელი გულით უყვარს. სულ ცოტა ხნის წინ ვლადიმირ პოზნერი იჯდა ჩემს გვერდით, მირანდა მირიანაშვილსა და ვასილი წერეთელთან ერთად ვახშმისას და უხაროდა, რომ ისმენდა ცოცხლად ქართულ მეტყველებას. პოზნერმა საქართველოზე იმაზე მეტი იცის, ვიდრე იმ ხალხმა, რომლებმაც გადაწყვიტეს უპატივცემულობა გამოეხატათ მის სასტუმროს ფანჯრებქვეშ.

ვწუხვარ, რომ გუშინ ვერ მოიძებნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც გაიყვანდნენ ადამიანებს გვარისა და წარმომავლობის გარეშე, გააძევებდნენ მათ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. იქ, სადაც ადამიანები პატივს არ სცემენ საკუთარ ფესვებს, სძულთ საკუთარი წარსული და გადაცვალეს ეს ყველაფერი წამიერ პოლიტიკურ ამბიციებზე," - განაცხადა მან. 

დღის ამბები