17 ნოემბერი 2024,   05:59
ვრცლად
უმღერო ოკუპანტს, ეს არის აფხაზეთის გმირი ბიჭების საფლავებზე ცეკვა და სიმღერა - დავით ოქიტაშვილი

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი აცხადებს, რომ არ იცის ვინ იყვნენ კულტურის სფეროს ის წარმომადგენლები, რომელიც ვლადიმირ პოზნერის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე იმყოფებოდნენ. 

მისი თქმით, მიუღებელია, ისეთი ადამიანის წვეულებაზე იმღერო, რომელიც აცხადებს, რომ აფხაზეთი და ოსეთი საქართველო არ არის. 

"რასაკვირველია, ტურისტებიც უნდა ჩამოვიდნენ, მაგრამ არა ასეთი მარგინალური ფიგურები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო ვერასდროს დაიბრუნებს აფხაზეთს და ოსეთს, რაზეც მე მათ მინდა ვუთხრა, რომ აფხაზეთი და ოსეთი ყოველთვის იყო საქართველოს შემადგენლობაში და ყოველთთვის იქნება ჩვენი.

უმღერო ოკუპანტს, არის ძალიან ცუდი. მე არ ვიცი იქ ვინ იყო და არც მინდა, რადგან შეიძლება გული მეტკინოს, იმიტომ, რომ ყველა ხელოვანმა ადამიანმა თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ეს არის, რომ აფხაზეთის გმირი ბიჭების საფლავებზე ცეკვავთ და მღერით,"-განაცხადა დავით ოქიტაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პოზნერი საქართველოში გუშინ, 31 მარტს, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ 50-მდე პირთან ერთად, დაბადების დღის აღსანიშნად ჩამოფრინდა.

მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. პოზნერს სასტუმრო "ვინოტელის" დატოვება, სადაც ის სტუმრებთან ერთად ვახშმობდა, პროტესტის ფონზე, პოლიციის კორდონის საშუალებით, მოუწია. მოთხოვნა ერთი იყო - ოკუპანტი რეჟიმის მომხრეებს საქართველო დაეტოვებინათ.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წევრებმა შეძლეს და რუსი ჟურნალისტის "ვინოტელშიყოფნის დროს სასტუმროს დროებით ელექტოენერგიაც შეუწყვიტეს. სასტუმრო "ვინოტელი" კი შრომის ინსპექციის სამსახურმა აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის, 10 000 ლარით დააჯარიმა.

დღის ამბები