ოპოზიციისა და ხელისუფლების ჩაშლილი მოლაპარაკებების ფონზე, პრემიერი მიიჩნევს, რომ დიალოგის რესურსი ამოწურულია. ირაკლი ღარიბაშვილის პროცესის ჩაშლაზე პასუხისმგებლობას სრულად ოპოზიციას აკისრებს.
ბრალდებას პასუხად ოპოზიციაში ამბობენ, რომ ვიდრე საქართველოს პარტნიორები სწორედ დიალოგში ხედავენ კრიზისიდან გამოსავალს, ამაზე უარის თქმა კი ევროპისთვის არასასიამოვნო გზავნილი იქნება.
კრიზისის დაძლევისთვის მოლაპარაკებების უალტერნატივობაზე საუბრობენ საპარლამენტო ოპოზიციაშიც. პრემიერ მინისტრს ოპონენტებთან საუბრის ტონი დღეს პარტია "მოქალაქეებმაც" დაუწუნეს.
პრემიერის პოზიციას მმართველ პარტიაში იზიარებენ, თუმცა, ამავე დროს, ამბობენ, რომ მოლაპარაკების პერსპექტივას ამ ეტაპზე ისევ ხედავენ.
ოპოზიციის უმრავლესობისგან განსხვავებით ხელისუფლებასთან ინდივიდუალური მოლაპარაკებისთვის ემზადებიან პარტია "გირჩში", თუმცა, პროცესის შეთანხმებით დასრულების იმედი არც მათ აქვთ.
მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მედიაციის მეორე მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა. ევროსაბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც პროცესში მედიატორის ფუნქცია იტვირთა, ქვეყანა უკვე მეორედ, კონკრეტული შედეგის გარეშე დატოვა.