ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადების შესახებ ერთ-ერთი ხელმომწერი გერმანელი დეპუტატი ტვიტერზე კვლავ საქართველოსთან დაკავშირებით წერს.
ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, ევროპარლამენტში საქართველოს მეგობრებისთვის იმედგაცრუებაა იმის ხილვა, რომ პოლიტიკურ ელიტას არეულობის დასრულება არ უნდა. ტვიტში წერია, რომ ქართველი ხალხი გამოსავალს რაც შეიძლება მალე იმსახურებს.
შეგახსენებთ, ვიოლა ფონ კრამონი ამ დროისთვის საქართველოში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება.