ევროკავშირის ელჩი საქართველოში პრემიერს შეხვდა. კარლ ჰარცელისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ დასრულდა, თუმცა შეხვედრის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
როგორც "რუსთავი 2-ს" ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს, შეხვედრა სამუშაო ხასიათის იყო, რომლის მსგავსიც პერმანენტულად გაგრძელდება.