შვედი დიპლომატი და თანათავმჯდომარე ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კარლ ბილდტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ტვიტერზე ეხმაურება. ბილდტი სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარების საერთო განცხადებს აზიარებს და წერს:
"პოლიტიკური პარტიების მხრიდან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირთან ბიზნესურთიერთობისკენ დაბრუნებას. ევროპარლამენტი მოუწოდებს ქვეყანას, მიაღწიონ შედეგებს ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების მისაღებად".