განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0.1%-ს დაუდასტურდა.
"მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0.1%-ს დაუდასტურდა. ხოლო რაც შეეხება მოსწავლეებს, სტატისტიკური მონაცემები არის 0.02%. 2085 საჯარი სკოლიდან სრულ დისტანციურ სწავლებაზე გადასულია 52 საჯარო სკოლა, 218 კერძო სკოლიდან კი მხოლოდ 2 კერძო სკოლა," - აცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე.