ირმა ინაშვილი კრემლის პრობაგანდისტ ჟურნალისტს იცავს. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს საქართველოში სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა.
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ საქართველო სტუმართმოყვარული ქვეყანაა და რუსი ჟურნალისტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სამარცხვინო და ქვეყნისთვის დამაზარალებელი უწოდა.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი პროცესებში "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას თანაბრად ადანაშაულებს.
"ვიხილეთ ამაზრზენი სანახაობა, ამას არანაირი გამართლება არ აქვს. გვაკარგინებენ სახეს და ამას აკეთებს საქართველოში, უმცირესობის, უმცირესობის, უმცირესობის, უმცირესობა. ეს არის სრულიად მონური ფსიქოლოგიის ხალხი, ვინც ცდილობს შექმნას საკუთარი დღის წესრიგი და შემდეგ მთელი საქართველო ამ დღის წესრიგის ქვეშ აცხოვროს. საქმე გვაქვს არაჯანსაღი აზროვნების ხალხთან, არ ფიქრობენ რა ზიანს მოგვაყენებს ამგვარი ქმედებები. ამ პროვოკაციებში მონაწილეობს "ოცნება" და ერთობლივად აკეთებენ, "ქართული ოცნება" და სააკაშვილ-ბოკერიას ჯგუფები,"- აცხადებს საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი.