"საერთაშორისო გამჭვირვალობა" მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ წინა მოწვევის პარლამენტში განხორციელდა საკონსტიტუციო რეფორმა და ქვეყანა სრულად გადავიდა საპარლამენტო მართვის მოდელზე. მე-9 მოწვევის პარლამენტს მუშაობა მოუწია საგანგებო მდგომარეობის დროს, დაძაბული პოლიტიკური მოვლენების ფონზე, რამაც კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა ის ხარვეზები, რაც არაერთი წელია ვლინდება პარლამენტის საქმიანობის პროცესში.
კვლევაში შეფასებულია მე-9 მოწვევის პარლამენტის მნიშვნელოვანი მოვლენები, საკანონმდებლო ცვლილებები, პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა, საპარლამენტო კონტროლის განხორციელება და პარლამენტის წევრთა აქტივობა.