17 ნოემბერი 2024,   07:00
ვრცლად
მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა "ქართული ოცნების" ოფისთან მავთულხლართები მიიტანეს და ოკუპაცია დაგმეს

ამ წუთებში მოძრაობა "შეცვალეს" წევრები "ქართული ოცნების" ოფისთან აქცია-პერფორმანსს მართავენ. აქციის მონაწილეები რუსი ჟურნალისტის თბილისში ვიზიტს აპროტესტებენ. მათ ადგილზე მავთულხლართები მიიტანეს და ოკუპაცია დაგმეს.

"მოვედით აქ, რომ "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენ გვახსოვს და ვიცით რა არის ოკუპაცია და ეს მავთულხლართებიც მოვიტანეთ იმის გამო, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ მათ და მთელ საზოგადოებას, რა პირობებში ვიმყოფებით; ის, რომ რუსეთი ყოველდღიურად წევს საზღვარს, ოკუპაცია გრძელდება და რასაც აკეთებენ ეს ადამიანები, როდესაც მწვანეს უნთებენ რუსეთის წარემომადგენლებს, რომლებიც ამბობენ, რომ აფხაზეთი ჩვენი არ არის, გვინდა დავანახოთ, რომ დიახ, აფხაზეთი ჩვენია,"-აცხადებს აქციის მონაწილე. 

დღის ამბები