17 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
დოკუმენტს 100%-ით ხელს აწერდა მეგრელიშვილი, ჩვენ, 95%-ით "ქართული ოცნება", ოპოზიციის დიდი ნაწილი 100%-ით არ აწერდა ხელს - ალეკო ელისაშვილი

პარლამენტის წევრმა პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა დანიელსონის მიერ ოპოზიციასა და მმართველი გუნდისთვის შეთავაზებული ბოლო დოკუმენტის დეტალებზე "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, მოლაპარაკება ოპოზიციამ ჩაშალა. 

"უკვე ეჭვები მიჩნდება, რომ ვიღაცა რუსეთის დავალებას ასრულებს, რომ ჩაიშალოს ეს შეთანხმებები. რამდენიმე მისია იყო, პრეზიდენტი მიშელი ჩამოვიდა, შემდეგ დანიელსონი ერთხელ და მეორედ, სანამ ბოლოს ჩამოვიდოდა, ოპოზიციამ სთხოვა, რომ მოდით, დროა, ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდეთო. ანუ, ოპოზიციამ თქვა, მხოლოდ ჩვენს აზრებს ნუ ისმენთ და თქვენ შემოგვთავაზეთ და ჩვენ ამას დავთანხმდებითო. ბოლო ჩამოსვლისას დანიელსონმა გვითხრა, რადგან მე მედიატორი ვარ, გეტყვით რაც არის ევროკავშირის პირობა და ჩამოთვალა 5 პუნქტი. ამის შემდეგ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, შემიძლია შვილებიც დავიფიცო, ამ დოკუმენტს 100%-ით ხელს აწერდა ვახო მეგრელიშვილი, ჩვენი პარტია, დაახლოებით 95%-ით მზად იყო ამ შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა "ქართულ ოცნებას" და ოპოზიციის დიდი ნაწილი ამას 100%-ით არ აწერდა ხელს. ეს შეთანხმება ოპოზიციამ ჩაშალა, რადგან არ აწყობდათ მაგალითად ის, რომ არ ეწერა დოკუმენტში ვადამდელი არჩევნები," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

 

 

 



დღის ამბები