ფოთში სამკერვალო ფაბრიკა "აჭარა ტექსტილი" დროებით დაიხურა. საწარმოში კორონავირუსის 50-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. სამკერვალო ფაბრიკის ხელმძღვანელის განმარტებით, "აჭარა ტექსტილი", სავარაუდოდ, 11 აპრილს განაახლებს მუშაობას.
"როდესაც ჩვენს საწარმოში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, დავიწყეთ მასიური ტესტირება. ანუ ყოველ მესამე დღეს ვახორციელებდით ტესტირებას. ორი ტესტის შედეგად გამოვლინდა 29 შემთხვევა, ბოლოს გააკეთეთ PCR ტესტი და კიდევ დაგვიდასტურდა კოვიდის შემთხვევები. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ დადასტურებული შემთხვევების აღმოფხვრა ვერ მოხერხდა, მივიდეთ გადაწყვეტილება დროებით შეჩერდეს საწარმოო პროცესი, მაგრამ ეს არის მხოლოდ ფოთის საწარმო. იცით, რომ 4 საწარმო გვაქვს საქართველოში, დანარჩენი ყველა საწარმო ფუნქციონირებს. ფოთის საწარმო, დიდი ალბათობით, 11 აპრილს გაიხსნება,"- განაცხადა "აჭარა ტექსტილის" დირექტორმა გია ლომინაძემ.