პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარძე აცხადებს, რომ ევროპული მედიაციის მეორე რაუნდზე კრისტიან დანიელსონმა რიგ საკითხებზე მმართველი გუნდისგან პასუხების ნაცვლად დუმილი მიიღო.
"მე იქ ვიჯექი, ორი თვალი და ორი ყური მაქვს, არასდროს მიკადრია და არც არასდროს ვიკადრებ, არათუ ტყუილი, არამედ გადახრილად რამე ვილაპარაკო. ამიტომ დანიელსონის კითხვაზე, თალაკვაძეს, ისინი ეთანხმებიან თუ არა ამ დოკუმენტს, თუნდაც იმ სამ პუნქტს, პასუხი ვერ მივიღეთ. ვერ ვიტყვი, რომ ეთანხმებიან-არ ეთანხმებიან, ვერ მოვიტყუები, იყო სრული სიჩუმე.
ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, მე და ჩემი თანაგუნდელები ძალიან სახელმწიფოებრივად ვუდგებით ამ საკითხს, ხვალინდელი დღის პერსპექტივიდან ვაფასებთ ევროპარლამენტარების ჩართულობას და არა ისე, როგორც დღეს შეაფასა "ქართულმა ოცნებამ"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.