"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, თავისი უფლებამოსილება ნიკა რურუას გასათავისუფლებლად არ გამოუყენებია არც 8 მარტის მოლაპარაკებების დროს და არც ახლა.
თინათინ ბოკუჩავამ სავარაუდო სცენარი დაასახელა, რა მოხდება მაშინ, თუკი ნიკა მელიასა და გიორგი რურუას ხელისუფლება პატიმრობიდან გაათავისუფლებს:
"8 მარტის მოლაპარაკებებში საუბარი იყო 3 პოლიტპატიმარზე, რომლებიც უნდა გათავისუფლებულიყვნენ: გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა. პრეზიდენტმა მაშინაც არ გამოიყენა თავისი უფლებამოსილება გიორგი რურუას გასათავისუფლებლად და არც ახლა, ამ მოლაპარაკების დროს.
წარმოვიდგინოთ სცენარი, სადაც ხელისუფლება ათავისუფლებს ნიკა მელიასა და გიორგი რურუას, ამის მერე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა გადმოდის ოპოზიციაზეც, რომ რაღაც შემხვედრი ნაბიჯები ჩვენც გადავდგათ.
ბიძინა ივანიშვილს სიტყვაზე არ უნდა ვენდოთ. ჩვენ ვითხოვთ ამ დოკუმენტში იყოს გაცილებით მეტი კონკრეტიკა, ვიდრე 8 მარტის შეთანხმების დოკუმენტში იყო,"- აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.