17 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
დოკუმენტში ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტები რეფორმებზე კეთდება - მაკა ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის მედიატორის მხრიდან გამოქვეყნებულ დოკუმენტში ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტები რეფორმებზე კეთდება. 

"ხელისუფლების მხრიდან კეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ მივიდეთ იმ მომენტამდე, როდესაც ყველა პოლიტიკური პარტია გაიზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რაც მათ ამომრჩეველმა დააკისრა. 

თუ კარგად შევხედავთ იმ დოკუმენტს, რომელიც ევროკავშირის მედიატორის მხრიდან გამოქვეყნდა, ვნახავთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტები რეფორმებზე კეთდება. ეს არის ის, რაც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება. 

მოლაპარაკებებში, რომელშიც მხარეები მონაწილეობას მიიღებენ იმ მიზნით, რომ იგი ჩაშალონ, ბუნებრივია, ასეთ მოლაპარაკებებს აზრი არ ექნება. მაგრამ, თუ ჩვენ პასუხისმგებლობას გავითვალისწინებთ, ყველანაირ საუბარს აზრი ექნება,"- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. 

 



 

 

 



დღის ამბები