2021 წლის მარტში საქართველოში ინფლაციის დონემ 4.2 პროცენტი შეადგინა, წლიური ინფლაციის დონე კი 7.2 პროცენტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიურ ჭრილში სურსათის ღირებულება 5.7 პროცენტით, ჯანდაცვის ღირებულება კი 13.6 პროცენტით არის გაზრდილი.
რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში შემავალ პროდუქტებს, ყველაზე მეტად, თითქმის 36 პროცენტით ზეთია გაძვირებული. ასევე, თითქმის 14 პროცენტით მოიმატა ფასებმა ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე.