მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან ხმაურია. დაკავებულია 15-მდე პირი, რომლებიც აქციას პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად მართავდნენ. მათ შორის არის მოძრაობა "შეცვალეს" წევრი ნიკა ფარულავა. პროტესტი ამ წუთებშიც გრძელდება. დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც "ქართულ ოცნებაში" უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მივიდა.
სამოქალაქო აქტივისტების დაკავებებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოს უფროსმა. მისი თქმით, აქტივისტები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული. ნაწილი დაკავდა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით, ნაწილი კი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის.