17 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიიის სხდომაზე თეა ახვლედიანს მოუსმინეს

ზაზა გახელაძის საქმესა და რუსული ოკუპაციის შედეგებზე პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. დეპუტატები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრს უსმენდნენ.

დაახლოებით ორი კვირის წინ მსგავსი შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში უკვე შედგა, მაგრამ ამჯერად საკითხების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, დისკუსია დახურულ ფორმატში შედგა.

“დღესდღეობით უკანონო პატიმრობაში ზაზა გახელაძესთან ერთად იმყოფება ჩვენი სხვა რამდენიმე მოქალაქეც, რომელთა დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლების მიზნით ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული ადგილობრივი თუ საერთაშორისო ინსტრუმენტის გამოყენებით. ჩვენი ძალისხმევის გაერთიანებით ვგეგმავთ მივაღწიოთ, რომ საქართველოს ყველა უკანონო პატიმარი უპირობოდ იქნეს გათავისუფლებული,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

დღის ამბები