17 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
ქართველი არტისტი პოზნერს: გეხვევით თქვენ და თქვენ ნადიუშას, ძალიან მიყვარხართ

თბილისში რუსი შოუმენის, ვლადიმერ პოზნერის დაბადების დღეზე წარმოშობით ქართველი არტისტი, მოსკოვის დიდი თეატრის ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძეც იყო მიწვეული. 

ინსტაგრამის გვერდზე ცისკარიძემ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერს: 

“ჩვენ ერთმანეთი დიდი ხნის წინ გავიცანით. მაშინ ვერც კი ვიოცნებებდი, რომ მექნებოდა მასთან ხშირი ურთიერთობის პატივი და მასთან პირდაპირ დარეკვის შესაძლებლობა, ასევე მის პირად დღესასწაულებზე ვიქნებოდი ერთ-ერთი მიწვეული სტუმარი. 2011 წელს მე ვიყავი ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის გადაცემის გმირი.

ეს იყო ყველაზე რეიტინგული ინტერვიუ იმ კვირის სატელევიზიო სივრცეში. ძალიან თბილად შეხვდა პუბლიკა ამ ინტერვიუს და როდესაც მოგვიანებით პოზნერის გუნდმა ეს ინტერვიუ თეფიზე (სატელევიზიო კონკური) წარადგინა და ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა ჯილდო მიიღო, ძალიან მესიამოვნა. გარკვეული დროის შემდეგ, ჩემმა ერთ-ერთმა ნაცნობმა გადმომიგზავნა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის წიგნიდან ნაწყვეტი, სადაც ჩემს შესახებ წერდა. როდესაც წავიკითხე, ფეხზე წამოვდექი, რადგან ჩემი მისამართით დაწერილი კეთილი სიტყვები ძალიან ძვირფასი და საამაყო აღმოჩნდა. თან ეს იყო იმ პერიოდში, როდესაც მე ათას ჭუჭყს მესროდნენ, ამ დროს უცებ ჩემზე ასეთმა კეთილმა სიტყვებმა, ძალიან გამახარა.

ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, ძალიან ვამაყობ თქვენი ყურადღებით. ჩემთვის ძალიან ძვირფასია თქვენი აზრი. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა და მაქვს პატივი თქვენთან მქონდეს ურთიერთობა. გისურვებთ, რაც შეიძლება დიდხანს გქონდეთ ძალა და სურვილი შეკრიბოთ დიდი კომპანია და იმხიარულოთ. გეხვევით თქვენ და თქვენ ნადიუშას, ძალიან მიყვარხართ, ყოველთვის თქვენი კოლია…“ - წერს ნიკოლოზ ცისკარიძე.

დღის ამბები