17 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებას აშშ-ის დედაქალაქშიც გამოეხმაურნენ - საქართველოს მოუწოდებენ, გზავნილებს სერიოზულად მოეკიდონ

ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებას, საქართველოსთვის დახმარების შეჩერების და პირობითობის გაზრდის შესახებ, შეერთებული შტატების დედაქალაქში გამოეხმაურნენ და საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას მოუწოდეს, ევროპელების გზავნილს განსაკუთრებული სერიოზულობით მოეკიდონ.

ამერიკელი დიპლომატები, რომლებიც საქართველოში წლების განმავლობაში მუშაობდნენ, განმარტავენ, რომ დახმარების შეჩერება უარყოფითად იმოქმედებს არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკაზე, ის სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოსაც.

უილიამ კორტნის განცხადებით, გაგრძელებული პოლიტიკური უთანხმოება ასევე აზიანებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მისი თქმით, საქართველოს პრეტენზია აქვს, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთოს, თუმცა ეს არარეალისტურია იმ ქვეყნისთვის, რომლის პოლიტიკურ სისტემას კომპრომისის მიღწევა არ შეუძლია. ევროპელების გადაწყვეტილებაზე, "კურიერთან" ინტერვიუში ისაუბრა დევიდ ქრეიმერმაც.

უილსონის ცენტრის მკვლევარი კენ იალოვიცი, რომელიც ასევე ელჩი იყო საქართველოში, ინტერვიუში ამბობს, რომ დაპირისპირებული მხარეები თავიანთ მეგობრებს არ უსმენენ. მან უკვე არაერთხელ მოუწოდა მთავრობას და ოპოზიციას, გამოსავალი მოძებნონ.

დღის ამბები