საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა აცხადებს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და რაიმე სახის სანქციების დაწესებაზე საუბარიც არ არის.
როგორც კახა კუჭავა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტავს, ყველა ის პროგრამა, რომლითაც ევროკავშირი საქართველოს ეხმარება და ყველა ის რეფორმის ნაწილი, რომელზეც ევროკავშირთან ერთად ვმუშაობთ დღეს ჩვეულებრივად მუშაობს.
"იქ გზავნილები არის ყველასთვის ძალიან კარგად გასააზრებელი, რომ ეს არ ეხება ან ერთს ან ვინმე მეორეს, ეხება მთლიანად ქვეყანას. დღეს ამ განცხადებით საფრთხე არ ემუქრება, არანაირ სანქციაზე საუბარი არ არის - ეს მინდა ძალიან კარგად ყველამ იცოდეს. ზოგადად, ევროკავშირისგან მსგავსი ქმედებაც კი, ან რამის შეჩერება, ან თავიდან დაწესება, ეს საკმაოდ დიდ პროცედურულ და პოლიტიკურ ნებასთან არის დაკავშირებული.
ანუ ეს 7 ევროპარლამენტარი თვლის, რომ თუ გარკვეულ პერიოდში, არ იყო იქ ვადა მითითებული, არ მოხდება სიტუაციის განეიტრალება და დაწყნარება, ისინი თვლიან, რომ ეს საფრთხე შეიძლება დადგეს, აქ არ არის საუბარი, რომ რამე დადგება ან რამე გადაწყვეტილი არის - ეს კარგად უნდა გვესმოდეს.
დღეს ჩვეულებრივად მუშაობს ყველა ის პროგრამა, რომლითაც ევროკავშირი საქართველოს ეხმარება და ყველა ის რეფორმის ნაწილი, რომელზეც ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ, პირველ რიგში, საგულისხმოა ვალდებულებები, რომლებიც ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს აღებული," - განაცხადა კახა კუჭავამ.