17 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
რუსეთის საგარეო უწყება თბილისში გრიბოედოვის ძეგლზე წარწერების გაკეთებას პროვოკაციად აფასებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში გრიბოედოვის ძეგლზე რუსულენოვანი წარწერების გაკეტებას ეხუმარება და ფაქტს პროვოკაცია უწოდა - რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გრიბოედოვის ძეგლთან დაკავშირებილ ფაქტს და ვლადიმერ პოზნერის წინააღმდეგ განვითარებულ პროცესებს "ერთი ჯაჭვის რგოლები" უწოდა.

"აღნიშნულ ქმედებებში ვხედავთ საქართველოში არსებული ექსტრემისტული ძალების მცდელობას გამოიყენონ ნებისმიერი შემთხვევა, რათა რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი გაართულონ," - განაცხადა მარია ზახაროვამ.

შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის თბილისში ვიზიტს ხმაური მოჰყვა, რა დროსაც ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს სასტუმროსთან, სადაც ის დაბინავდა. აქციის მონაწილეებმა სასტუმროს შენობას პროტესტის ნიშნად კვერცხები დაუშინეს, ასევე გრიბოედოვის ძეგლზე რუსულენოვანი წარწერები გააკეთეს.

შეურაცხმყოფელი წარწერები ძეგლიდან ისტორიკოსმა ერეკლე კუხიანიძემ წაშალა.

დღის ამბები