კოვიდინფექციის მასობრივი დადასტურების გამო კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამთავისისა და ქვემო ჭალაში მეორე დღეა თერმოსკრინინგის მიზნით მობილური პუნქტები მოეწყო. ამ დროის მონაცემებით სოფლის ჩაკეტვა არ განიხილება.
მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და აქტიური ტესტირება.გამოვლენილი შემთხვევების გამო ადგილზე დაიხურა სკოლები და საბავშვო ბაღები.
სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. დღეის მონაცემებით შიდა ქართლის რეგიონში გამოვლინდა 26 ინფიცირებული პირი.