17 ნოემბერი 2024,   05:57
ვრცლად
ოპოზიცია "15 მაისის" შტაბს ქმნის

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა. ისინი 15 მაისის აქციის მზადების შესახებ მსჯელობდნენ. იქმნება 15 მაისის შტაბი, სადაც საორგანიზაციო საკითხებს შეათანხმებენ და სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.

ოპოზიციის სახეები მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად იწყებენ. ამბობენ, რომ ხელისუფლებაზე წნეხი უნდა გაძლიერდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

ასევე, მათი თქმით, სანქციები კონკრეტული პირებისკენ უნდა იყოს მიმართული და არა ქვეყნისკენ. 

"ჩამოყალიბდება "15 მაისის შტაბი“. ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს, სასურველია სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები ვიყოთ ერთად და შევხვდეთ ადამიანებს, მეტი მოტივაცია მივცეთ მათ, კიდევ უფრო დავარწმუნოთ, რომ ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას“ - ამბობს ნინო ბურჯანაძე.

დაგეგმილი აქციის შესახებ საუბრობს ლეიბორტისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი. 

"15 მაისს გვეძახის სამშობლო, გვეძახის ჩვენი ქვეყნის მომავალი, გვეძახის ჩვენი ისტორია. ყველანი გავმწკრივდეთ რუსთაველის გამზირზე და შეიძლება ეს დღე იყოს 26 მაისის ტოლფასი გამარჯვების თარიღი,“ - ამბობს შალვა ნათელაშვილი. 

დღის ამბები