საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკის თქმით, ოპონენტებს მოლაპარაკებების კუთხით წინსვლა არ სურთ.
"აქ არის ულტიმატუმი, რომ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ახალია რჩევები ჩაატარო მაშინ, როდესაც ვეუბნებით, რომ ახალი არჩევნების ჩატარება შესაძლებელია მაგრამ მოდით ამას შევუქმნათ სამართლებრივი საფუძველი. იციან, რომ ამას საფუძველი არ გააჩნია და ამ გზით არ მოდიან. ფაქტია, რომ არანაირი წინსვლა მოლაპარაკებებში ამ გუნდს არ აინტერესებს. აქ არის მთავარი ამოცანა - დისკრედიტაცია სახელმწიფო სტრუქტურების და რევოლუციური გზით სიარული," - ამბობს გიორგი ვოლსკი.