აპირებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერი კახა კალაძე მონაწილეობის მიღებას - მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მომდევნო დღეებში ისაუბრებს.
აღსანიშნავია, რომ კალაძე კლინიკიდან ახლახან გამოწერეს.
"არჩევნებზე, კანდიდატებზე, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დავუბრუნდები უკვე სრულფასოვნად ჩემს საქმიანობას, ამაზე გვექნება ძალიან დიდი დრო ვისაუბროთ და ყველაფერს გეტყვით, ჩემს დამოკიდებულებებსა და ხედვებს," - აღნიშნა კალაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უკვე მეორედ ჩაშლილ დიალოგს, აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას კალაძე ამბობს, რომ პოლიტიკურ საკითხებს ბოლო რამდენიმე დღე მოწყვეტილი იყო.
"გამოთიშული ვიყავი ყველაფერს, ამიტომ გამიჭირდება კომენტარის გაკეთება," - განაცხადა კალაძემ.