17 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
რა გეგმები აქვს "ქართულ ოცნებას" - მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ ოპოზიციის ნაწილი ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში

რა გეგმები აქვს "ქართულ ოცნებას?!" - უმრავლესობაში ამბობენ, რომ ისინი აქტიურად გააგრძელებენ იმ პუნქტებზე მუშაობას, რაც მედიაციის ფარგლებში შემუშავებულ დოკუმენტში იყო ჩაწერილი.

საუბარია სასამართლო რეფორმაზე, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც, მათი თქმით, ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ ოპოზიციის ნაწილი შეწყვეტს ბოიკოტს და პროტესტის ნაცვლად საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება.

"შევეცდებით, რომ ჩვენ, ჩვენი მხრიდან ის, რაც საუკეთესო გამოსავლად მიიჩნევა ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, ამ ნაბიჯებს გადავდგამთ. მათ შორის, სახელდება სასამართლო რეფორმა, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა, ბარიერის საკითხი და სხვა. ვფიქრობთ, რომ ყველა შემთხვევაში ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიციაში აღმოჩნდებიან ძალები, რომლებიც რეალურად შეაფასებენ მდგომარეობას და დღევანდელ მდგომარეობაში, როცა უმიზეზოდ უარს აცხადებენ პარლამენტში საქმიანობაზე, ეს დამოკიდებულება შეიცვლება," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები