19 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
ძლიერი ქარი, წვიმა, წყალმოვარდნები და შესაძლო მეწყერი - დღეიდან ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 აპრილს დღის ბოლოდან 6 აპრილის დილამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

დღის ამბები