02 სექტემბერი 2026,   01:03
ვრცლად
11 გარდაცვლილი, 228 ინფიცირებული და 425 გამოჯანმრთელებული - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 284 061 გახდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 425 ადამიანი პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 275 024-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 11 პირი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 3822 ადამიანი ემსხვერპლა. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 9211 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 5090, PCR ტესტით 4121.

 

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,48%, ბოლო 14 დღის - 1,85%, ბოლო 7 დღის - 2,1%

 

 

დღის ამბები