02 სექტემბერი 2026,   08:31
ვრცლად
ჩინურ ვაქცინა SINOPHARM-ს 40-მდე ქვეყნის ავტორიზაცია აქვს - ამირან გამყრელიძე ​​

ამირან გამყრელიძის თქმით, ჩინურ ვაქციანა SINOPHARM-ს 40-მდე ქვეყნის ავტორიზაცია აქვს. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი იმ ქვეყნებს ასახელებს, რომელიც ჩინურ პრეპარატს იმუნიზაციისათვის იყენებს. 

 "ჩვენი არეალი და იარაღი უფრო ფართოვდება კოვიდთან ბრძოლაში, უკვე მესამე ვაქცინაა ქვეყანაში. SINOPHARM-, გარდა ჩინეთისა, ძალიან ფართოდ გამოიყენება არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში - ბრაზილია, ჩილე, ევროპის ქვეყნებიდან უნგრეთი, სერბეთი და ა.შ. დაახლოებით, 40-მდე ქვეყნის ავტორიზაცია აქვს მას. ის არის ტრადიციულ მეთოდზე დამყარებული ვაქცინა,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

  შეგახსენებთ, საქართველომ ჩინური ვაქცინა SINOPHARM შაბათს, 2 აპრილს, მიიღო. ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო ჩინეთიდან კიდევ ერთ ვაქცინას -  SINOVAC-ს სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს. 

დღის ამბები