02 სექტემბერი 2026,   08:31
ვრცლად
შესაძლოა, SINOPHARM-ით ვაქცინაცია ჯანმოს ავტორიზაციამდე დაიწყოს - ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საკითხზე ვაქცინაციის საბჭო იმსჯელებს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე​ ტიკარაძის განცხადებით, ჩინური წარმოების SINOPHARM-ით ვაქცინაციის პროცესის დაწყების თარიღის შესახებ ვაქცინაციის საბჭო იმსჯელებს.

ამასთან, მინისტრის თქმით, ისინი ელოდებიან ჯანმოს გადაწყვეტილებასაც, რომელმაც SINOPHARM-ის ვაქცინა აპრილის შუა რიცხვებში უნდა დაარეგისტრიროს. 

"ჩვენ ამ კვირაში მოვიწვევთ ვაქცინაციის საბჭოს და ამ საბჭოზე დამატებით ვიმსჯელეთ, თუ როგორი იქნება მიდგომა. ასევე, ჩვენ ველოდებით კონკრეტულ პასუხებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან, რადგან ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ აპრილის შუა რიცხვებში SINOPHARM-ი ელოდება მათი მხრიდან რეგისტრაციას, რაც საშუალებას მოგვცემს, 15 აპრილის შემდეგ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ რეგისტრაციის მოდულიც. თუმცა, კოვიდსაბჭოზე მიღებული გადაწყვეტილება ასევე იქნება მნიშვნელოვანი, რომელიც ამ კვირაში ჩატარდება,"- აცხადებს მინისტრი. 

დღის ამბები