19 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
SINOPHARM-ი დამზადებულია ტრადიციული, სანდო მეთოდით, ამიტომ აქვს ძალიან ცოტა გვერდითი მოვლენა - ჩინეთის ელჩი

ჩინეთის ელჩმა საქართველოში, ლი იენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო SINOPHARM-ის ვაქცინა ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული და მას ძალიან მცირე გვერდითი მოვლენები აქვს.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ამ ვაქცინის 100 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული და მის გამოყენებას სერიოზული გვერდითი ეფექტები არ მოჰყოლია. 

"ეს ვაქცინა დამზადებულია ტრადიციული, სანდო, ვირუსის ინაქტივირების მეთოდით, ამიტომ, მას აქვს ძალიან ცოტა გვერდითი მოვლენა. დაახლოებით 100 მილიონზე მეტი დოზაა ამ ვაქცინის გამოყენებული და სერიოზული გვერდითი ეფექტები არ მოჰყოლია ვაქცინაციას. ამ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ძალიან ბევრი ქვეყნის მიერაა აღიარებული,"-განაცხადა ელჩმა. 

 

დღის ამბები