17 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
ოპოზიცია ცეცხლს ეთამაშება და ცეცხლთან თამაში სახიფათოა მათთვის, ვინც მას აღვივებს - დიმიტრი ხუნდაძე

ოპოზიციის ნაწილი ვარაუდობს, რომ დიალოგი ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის გაგრძელდება. ლიდერების ნაწილი პერსპექტივას პარტნიორების ჩართულობით ხედავს, ოპოზიცია იმ პუნქტებზე საუბრობს, რაზეც შეთანხმება ვერ მოხერხდა.

"ლელოს" წევრი აცხადებს, რომ მათ დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტიდან 3 პუნქტზე თანხმობა განაცხადეს. ხელისუფლებისთვის კი ეს დოკუმენტი მიუღებელი აღმოჩნდა.

უმრავლესობაში კი თვლიან, რომ გააგრძელებს თუ არა ვინმე მოლაპარაკებას - არჩევანი პოლიტიკურ სუბიექტებს აქვთ გასაკეთებელი.

"ის დოკუმენტი, რომელიც ევროპულმა მედიაციამ დადო, ოპოზიციისთვის აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა, მას კოჭლიც უწოდეს და დააფიქსირეს, რომ არც რურუაა მანდ მთავარი და საერთოდ მელია ხომ მძევლად ჰყავთ აყვანილი. მათთვის მთავარია ხელისუფლების შეცვლა და ამისთვის ყველანაირ დესტაბილიზაციის გეგმას მიმართავენ. მათ ვთავაზობთ, რომ მობრძანდნენ და ამ დოკუმენტის ირგვლივ საგნობრივი საუბარი გავმართოთ,"- ამბობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე კი აცხადებს, რომ "ოპოზიცია ცეცხლს ეთამაშება და ცეცხლთან თამაში სახიფათოა მათთვის, ვინც მას აღვივებს". 

დღის ამბები