17 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
ენმ-ში აცხადებენ, რომ ადამიანები, რომლებიც მათ ოფისთან ცოცხებით მივიდნენ, სხვადასხვა საჯარო სამსახურში მუშაობენ

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გუშინ მომხდარ ინციდენტს ოპოზიცია გამოეხმაურა.

პარტიაში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც "ქართული ოცნების" აქტივისტების ფოტოები იყო გამოფენილი. "ნაციონალური მოძრაობის" თქმით, ადამიანები, რომლებიც მათ ოფისთან ცოცხებით მივიდნენ და პროვოკაციას აწყობდნენ, სხვადასხვა საჯარო სამსახურში დასაქმებულები არიან.

გიორგი კირთაძის თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციაზე თავდასხმისთვის საჯარო მოხელეებს იყენებს. "ქართული ოცნების" მხარდამჭერები კი აცხადებენ, რომ 2 დღის წინ სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა სცადეს "ქართული ოცნების" ოფისზე შეურაცხმყოფელი სტიკერების გაკვრა, რაც მათთვის ღირსების შემლახველი იყო. გუშინდელი პერფორმანსი კი სწორედ ამის საპასუხოდ გაიმართა.

დღის ამბები