"ლელოს" ზუგდიდის ოფისის წევრებმა ცენტრალურ ბულვარში კარავი გაშალეს, სადაც მოქალაქეების გამოკითხვა მიმდინარეობს.
პარტიის წარმომადგენლები ადგილობრივებს სთხოვენ, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.
როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, ეს პროტესტის ფორმაცაა, რითაც ქვეყანაში არსებულ ვითარებას აპროტესტებენ.