17 ნოემბერი 2024,   05:58
ვრცლად
"გირჩი" "ქართულ ოცნებას" საკუთარ გეგმას შესთავაზებს

"გირჩი" მზად არის "ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალური მოლაპარაკება დაიწყოს და საკუთარი გეგმა შესთავაზოს.

ლიდერების ნაწილი აცხადებს, რომ საკითხი ბოლომდე მას შემდეგ გადაწყდება, რაც ამ თემაზე პარტიის პოლიტსაბჭო იმსჯელებს.

"უკვე იმ სტადიაში ვართ, რომ "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკება დავიწყოთ. როდესაც კონსენსუსი იქნება, მერე უკვე სრულად ღია ვიქნებით. ამ დოკუმენტის მთავარი შინაარსი იყო "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის მტრობის დასრულება. ამიტომაც ვუჭერდი მხარს შეთანხმებასა და ხელმოწერას,"- აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი. 



დღის ამბები