17 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
დოკუმენტი არა "კოჭლი" არამედ "ორ ფეხზე მდგომი" და გამართულია - ლევან იოსელიანი დანიელსონის პუნქტებზე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია ”მოქალაქეების” გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ დოკუმენტი, რომელიც კრისტიან დანიელსონმა მხარეებს შესთავაზა, არა "კოჭლი", არამედ,  "ორ ფეხზე მდგომი" და გამართულია. 

"მე ვფიქრობ, რომ დოკუმენტი ორ ფეხზე მდგომი და გამართულია, სადაც საუბარია ქვეყნის ინსტიტუციურ რეფორმებზე, სასამართლოს რეფორმაზე და პროკურატურის რეფორმაზე. ეს ყველაფერი კი ჩემთვის არ არის სიკოჭლის მანიშნებელი. გულდასაწყვეტია, რომ პოლიტიკურ პარტიებს არ აღმოაჩნდათ პასუხისმგებლობა, რომ თავიანთ ინტერესზე წინ ქვეყნის ინტერესი დაეყენებინათ,"- აცხადებს ლევან იოსელიანი. 

მანამდე, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ ოპოზიციამ დოკუმენტს "კოჭლი" უწოდა. 

დღის ამბები