17 ნოემბერი 2024,   05:59
ვრცლად
მზად ვართ მოლაპარაკების დაწყებისთვის, თუკი ოდნავი კონსტრუქციულობა მაინც დავინახეთ - სოზარ სუბარი 

ოპოზიციასთან მოლაპარაკების განახლებისთვის "ქართულ ოცნებაში" მზად არიან, თუმცა ამისთვის 2 საკითხთან დაკავშირებით პოზიციის ჩამოყალიბებას ითხოვენ. ერთი - საჭიროა ოპოზიციამ არჩევნების შედეგები აღიაროს და მეორე - იყვნენ კონსტრუქციულები. 

"მზად ვართ მოლაპარაკების დაწყებისთვის, თუკი ოდნავი კონსტრუქციულობა მაინც დავინახეთ და არა შეურაცხმყოფელი განცხადებები ჩვენი პარტნიორის მიმართ. მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, უბრალოდ, საჭიროა მიიღონ ყველა ის რეალობა, რაც  ჩვენმა პარტნიორებმა დააფიქსირეს, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა,"- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე კი აცხადებს, რომ ცუდ პრეცედენტს გააჩენს ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

"ცუდ პრეცედენტს გააჩენს უმიზეზოდ, ამ შემთხვევაში კი, ხელოვნურად შექმნილი კრიზისის დროს, ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ყველა შემთხვევაში უპასუხისმგებლო მოთხოვნაა და არაფერს სასიკეთოს არ მოუტანს ჩვენს ქვეყანას,"- აღნიშნავს მიხეილ სარჯველაძე. 

დღის ამბები