17 ნოემბერი 2024,   05:55
ვრცლად
მოსახლეობის 39% აზრით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა - IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს. 

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 76% თვლის, რომ გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა "მეტ-ნაკლებად გაუარესდა" (37%) და "მნიშვნელოვნად გაუარესდა" (39%). გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო 71% თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა "მეტ-ნაკლებად" ან "ძალიან" ცუდია. გარდა ამისა, გამოკითხულთა 65% უმუშევრობას ქვეყნის წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს პრობლემად ასახელებს, 41% თვლის, რომ ეს პრობლემა მწვავედ დგას მათ ქალაქში, ხოლო 34% ამბობს, რომ უმუშევრობა მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი ეროვნული მასშტაბის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომელიც აჩვენებს მოქალაქეების შეშფოთებას ეკონომიკური საკითხების მიმართ და უკმაყოფილებას მთავრობის მიერ კორონავირუსის მართვის პროცესისადმი.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

დღის ამბები