17 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
გამოკითხულთა 59% პანდემიასთან ბრძოლაში მთავრობის მოქმედებით კმაყოფილია - IRI-ის კვლევა 

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 59% კმაყოფილია მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში, მათ შორის, "მეტ-ნაკლებად კმაყოფილია" (44%) და "ძალიან კმაყოფილია" (15%).

ეს მონაცემი IRI-ს მიერ, 2020 წლის ივნისში ჩატარებული კვლევის მაჩვენებელთან შედარებით 20%-იან ვარდნას წარმოადგენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შესამსუბუქებლად, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებით, მოსახლეობის 45%-მა პროცენტმა გამოთქვა კმაყოფილება, მაშინ როდესაც 2020 წლის ივნისის კვლევაში ეს მონაცემი 56%-ია. 

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი ეროვნული მასშტაბის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომელიც აჩვენებს მოქალაქეების შეშფოთებას ეკონომიკური საკითხების მიმართ და უკმაყოფილებას მთავრობის მიერ კორონავირუსის მართვის პროცესისადმი. ამ მიგნებების პარალელურად, მმართველი და ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ ვერ აღწევენ შეთანხმებას წინა წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებულ სადავო საკითხებზე. 

დღის ამბები