17 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
გამოკითხულთა 27% არ მისცემდა ხმას არც ერთ გარემოებაში "ქართული ოცნებას", 26% კი "ნაციონალურ მოძრაობას" - IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე - რომელ პარტიებს არ მისცემდით ხმას არც ერთ გარემოებაში?

გამოკითხულთა 27%აცხადებს, რომ "ქართული ოცნებას". 

"ნაციონალური მოძრაობა" - 26%.

"პატრიოტთა ალიანსი" - 9%.

"გირჩი - მეტი თავისუფლება"  ზურაბ ჯაფარიძე - 8%

"ერთიანი საქართველო" - ნინო ბურჯანაძე - 8%.

"ევროპული საქართველო", "ლეიბორისტები" და "მოქალაქეები" - 5-5%.

ეკა ბესელიას პარტია - 4%.

"ლელო" - 3%.

"სტრატეგია აღმაშენებელი" და "რესპუბლიკური პარტია" - 2-2%/

არცერთს  - 6%.

პასუხი არ გასცა, ან არ იცის - 26%. 

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

 

 

 

დღის ამბები