19 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
უსაფრთხოა თუ არა სეზონური ალერგიის მქონე ადამიანებისთვის კორონავირუსის ვაქცინა - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

უსაფრთხოა თუ არა სეზონური ალერგიის მქონე ადამიანებისთვის კორონავირუსის ვაქცინა - ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რომ ვაქცინას ასეთი ტიპის ალერგიის მქონე ადამიანებში უკუჩვენება არ გააჩნია.

"არავითარი უკუჩვენება სეზონურ ალერგიას ან არასეზონურ რინიტს და თვალის ლორწოვანის ალერგიულ ანთებას ვაქცინაციასთან არ გააჩნია და მათ შორის, არც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასთან. თუ მათ ეს სიმპტომები ახლა გამოხატული აქვთ, მივიდნენ ექიმთან, გაიარონ კონსულტაცია და მკურნალობის ფონზე მოხდება მათი ვაქცინირება. აქ რაიმე გადაუჭრელი დილემა არ არსებობს,"- აღნიშნა "დღის კურიერის" ეთერში ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა

დღის ამბები