"საპატიო კახელი ვარ და მე, რა თქმა უნდა, დავბრუნდები საქართველოში, უეჭველად" - ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საკუთარ ვებგვერდზე წერს.
"მე, რა თქმა უნდა, ისევ ჩავალ საქართველოში, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მომილოცა დაბადების დღე და მადლობა ყველას, ვინც გამოთქვა შეშფოთება ჩემს მდგომარეობასთან დაკავშირებით, როცა ჩვენ ჩავედით თბილისში, რათა იქ აღმენიშნა ჩემი დაბადების დღე.
ეს იყო გარკვეული ტრადიცია, რაც ჩვენ ორჯერ უკვე გავაკეთეთ და ჩავედით მესამედ, მაგრამ იქ მოხდა შემდეგ, რაც მოხდა. ამასთან, მე უკვე ვამბობდი, რომ ამ ფაქტის კომენტირებას არ მოვახდენდი და არც გამიკეთებია კომენტარი, რადგან იყო ბევრი კითხვა, მომეყოლა რა და როგორ მოხდა და მე გადავწყვიტე, ეს გავაკეთო ყველასთვის, მოკლედ და კონკრეტულად.
როგორც მე ვხვდები, საქართველოში სავალალო პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს და ოპოზიციამ ჩემი ჩასვლა გამოიყენა დებოშის მოსაწყობად, გაეხსენებინათ ჩემი სამი წლის წინანდელი ნათქვამი აფხაზეთთან დაკავშირებით, რათა მოეწვდინათ ხმა ჩვენთვის, ავტობუსზე კვერცხების სროლით. როგორც ჩანს, მათ ქათმის კვერცხი საკმარისი აქვთ, რათა ებრახუნათ ჩვენი რესტორნის კედლებზე, ეყვირათ ჩვენი სასტუმროს აივნებთან, ესტვინათ და ასე შემდეგ. ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, გამოვმგზავრებულიყავი, რომ, როგორც მინიმუმ, ჩემი მეგობრები საფრთხეში არ ჩამეგდო. დავბრუნდით მოსკოვში და ბრწყინვალედ აღვნიშნეთ ჩემი დაბადების დღე.
როგორც ჩანს, ეს თბილისური გამოცდილება დაგვეხმარა კიდეც, როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ.
მინდა ნათლად განვაცხადო, რომ საქართველოზე და ქართველებზე ნაწყენი არ ვარ. უფრო მეტიც, საპატიო კახელი ვარ და მე, რა თქმა უნდა, დავბრუნდები საქართველოში - უეჭველად. რა თქმა უნდა, კვერცხების მსროლელები, რომელსაც ფულს უხდიან, ყველა ქვეყანაში არსებობს და ისინი დიდ ყურადღებას არ იმსახურებენ,"- წერს ვლადიმერ პოზნერი საკუთარ ვებგვერზე.