05 სექტემბერი 2026,   15:18
ვრცლად
გურიის რამდენიმე სოფელში, გაუარესებული ეპიდვითარების გამო მოქალაქეების მასობრივი ტესტირება ტარდება

გურიის რამდენიმე სოფელში, გაუარესებული ეპიდვითარების გამო მოქალაქეები საგანგებო ვითარებაში იმყოფებიან. 

ნიგვზიანი, ჩოჩხათინიგოითი და შრომა - ეს ის სოფლებია, სადაც სამართალდამცავებს მოწყობილი აქვთ ბლოკ-პოსტები, ადგილობრივებს კი კარდაკარის პრინციპით, თერმოსკრინინგი და მასობრივი ტესტირება უტარდებათ.

კორონავირუსის აფეთქების წერტილებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში სტატისტიკის მნიშვნელოვანი მატება არ შეინიშნება, შესაბამისად, ზომების კიდევ უფრო გამკაცრება ჯერჯერობით არ განიხილება.

დღის ამბები