17 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ IRI-ის კვლევამ "ქართული ოცნების" უპირობო ლიდერობა გამოკვეთა 

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებულ კვლევას უმრავლესობაში აფასებენ.

მმართველი გუნდის განცხადებით, მიუხედავად ამ ორგანიზაციის ოპოზიციისადმი ზოგადი მიკერძოებულობისა, ბოლო გამოკითხვამ მაინც ნათლად გამოკვეთა "ქართული ოცნების" უპირობო ლიდერობა და საზოგადოების მკვეთრი აზრი, რომ მოსახლეობის უმეტესობა ოპოზიციას საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვის აუცილებლობისკენ მოუწოდებს.

"ამ ტენდენციურმა კვლევამაც კი აჩვენა, რომ მოსახლეობის 60% მხარს არ უჭერს პარლამენტის ბოიკოტირებას. აჩვენა ისიც, რომ "ქართული ოცნება" მყარად ლიდერობს რეიტინგებში. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ განწყობაზე, რომ ქუჩიდან პოლიტიკურმა საქმიანობამ პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ამილახვარი.

დღის ამბები