10 მაისი 2024,   01:06
ვრცლად
ოპოზიციური პარტიის აქტივისტის, ირაკლი ფანგანის ცემის ფაქტზე პოლიციამ 24 წლის მამაკაცი დააკავა

ოპოზიციური პარტიის აქტივისტის, ირაკლი ფანგანის ცემის ფაქტზე პოლიციამ 24 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა აქტივისტს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დანაშაული 1 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ირაკლი ფანგანს ფიზიკურად ორი დღის წინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუსწორდნენ. შეგახსენებთ, ფანგანი ის პირია, რომელმაც ბათუმში დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს რამდენიმე თვის წინ თავზე ნაგავი დააყარა.

დღის ამბები