17 ნოემბერი 2024,   06:58
ვრცლად
მმართველ პარტიასა და "გირჩს" შორის შეხვედრა შესაძლოა დღეს შედგეს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი არ უარყოფს, რომ მმართველ პარტიასა და "გირჩს" შორის შეხვედრა შესაძლოა დღეს შედგეს. ქადაგიშვილის განცხადებით, შეხვედრა დღეს არის დაგეგმილი, თუმცა შეხვედრის ზუსტი დრო არ იცის. 

"ჩვენ ყოველთვის ღია ვართ მოლაპარაკებისათვის და გონივრული კომპრომისების მიღწევისათვის. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენი კარი ღია არის. ამის დადასტურებაა ის, რომ ჩვენ ძალიან პროდუქტიულად ვითანამშრომლეთ მნიშვნელოვან საკითხებთან  იმ ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც ამჟამად პარლამენტში საქმიანობენ.

თუ ანალოგიური თანამშრომლობის სურვილი ექნებათ სხვა პარტიებსაც, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ქვეყნის დემოკრატიული განვითარება არ არის ვაჭრობის საგანი. არის საკითხები, რომლის ირგვლივაც შეთანხმება შეიძლება,"- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

დღის ამბები