ანა დოლიძე ევროკავშირის ელჩს შეხვდა. ევროკავშირის წარმომადგენლობაში მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერმა და კარლ ჰარცელმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.
როგორც მოძრაობის ”ხალხისთვის” თავმჯდომარე ანა დოლიძე ამბობს, საზოგადოების უმრავლესობის სურვილია, ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს და სწორედ ამ მოსახლეობის პოზიციების გასახმოვანებლად მივიდა კარლ ჰარცლეთან შესახვედრად.
"საზოგადოებრივი უმრავლესობის დაკვეთა არის ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი და პოლიტიკური კრიზისის დასრულება. ამისთვის უნდა არსებობდეს ხმა, რომელიც მიეცემა იმ 60%-ს, რომელსაც უნდა, რომ გადაწყდეს ეს პოლიტიკური კრიზისი. სწორედ ამ 60%-ის პოზიციების გასახმოვანებლად მოვედი დღეს აქ. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების იმ მდუმარე უმრავლესობის მობილიზება, იმისთვის, რომ ეს კრიზისი გადაწყდეს და იმისთვის, რომ დანიელსონის გეგმა განხორციელდეს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.