გადადგეს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი - ამ მოთხოვნით მიმართეს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს აქციაზე შეკრებილმა სტუდენტებმა და არასამთავრობო სექტორმა.
მათი თქმით, დავით გურგენიძე არის კრიმინალი და მისი ადგილი განათლების სფეროში არ არის. სტუდენტების განცხადებით, გურგენიძე რამდენჯერმეა ნასამართლევი.
აქციაზე შეკრებილებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა უპასუხა, კარლო კოპალიანი მომხდარს კონკრეტული ოპოზიციური პარტიის სახელთან აკავშირებს და ფიქრობს, რომ ეს არის მართული პროცესი.